პარლამენტის ვიცე-სპიკერი ფრიდონ თოდუა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატს მოუწოდებს სადაზღვევო კომპანიების დავალიანებების საკითხით დაინტერესდეს.
დღეს ჯანდაცვის კომიმიტეტის სხდომაზე, ფრიდონ თოდუამ განაცხადა, რომ კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. მათი ძირითადი პრობლემა კლინიკებისადმი სადაზღვევო კომპანიების დავალიანებებს უკავშირდება.
ზურაბ ჭიაბერაშვილმა ფრიდონ თოდუას უპასუხა, რომ პრობლემების გასაცნობად, ის როგორც კლინიკის ხელმძღვანელებთან და მედპერსონალთან, ასევე სადაზღვევო კომპანიებთან შეხვედრას გეგმავს.

















