საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთის ყოფილი ელჩის ერიკ ფურნიეს საქართველოში მომავალი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
ქართული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, საფრანგეთის ყოფილი ელჩი, შესაძლოა საქართველოში ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის, კერძოდ, კოალიცია "ქართული ოცნების" მრჩეველი გახდეს.
როგორც დღეს ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, ფურნიე ამჟამად საფრანგეთში იმყოფება. იგი საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია და დიპლომატიურ საქმიანობას აგრძელებს.
კალანდაძის თქმით, საქართველოში სხვა სახის თანამშრომლობაზე არც პირადად ფურნიესგან და არც მისი პარტნიორებისგან საგარეო უწყებას ინფორმაცია არ აქვს.

















