საფრანგეთის ყოფილი ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი არ ხდება. ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს
ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ერიკ ფურნიე ბიძინა ივანიშვილის მეგობარია და ის საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კავკასიის საკითხებზე მუშაობს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერიკ ფურნიე ბიძინა ივანიშვილის მრჩევლად მოიაზრებოდა.

















