პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ არსებული ხელისუფლება შეიცვლება.
ამის შესახებ ალასანიამ დღეს "თავისუფალი დემოკრატების" თბილისის ორგანიზაციის კონფერენციაზე განაცხადა.
"წელში გამართული და გაძლიერებული იმ ადამიანის პოლიტიკაში მოსვლით, ვისაც ბიძინა ივანიშვილი ჰქვია, ამ ხელისუფლებას ოქტომბრის არჩევნებში პოლიტიკურ სანაგვეზე მოვისვრით" - განაცხადა მან.
მისივე თქმით, ხელისუფლების შიგნით კრიტიკული მოსაზრება, განსხვავებული აზრი არ არსებობს. ის ერთპარტიული, ერთპიროვნული მმართველობაა, ამიტომაც ყველა პოლიტიკა, რომელიც ხელისუფლებამ თავიდან კარგი განწყობით დაიწყო ჩიხში შევიდა.
"თავისუფლებისა და თავისუფალი მოქალაქეების გარეშე დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობას ვერავინ შეძლებს" - აღნიშნა ალასანიამ.

















