"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია ზუგდიდის რაიონის სოფელ ჩხორიაში მოსახლეობას შეხვდა.
როგორც "ნიუსპრესს" "ახალი მემარჯვენეების" პრესსამსახურიდან აცნობეს, ნაჭყებია სოფლის მოსახლეობისგან ადგილზე არსებულ პრობლემებს პირადად გაეცნო. ჩხორიას მოსახლეობის თქმით, იქ დღემდე არ მომხდარა ელექტროენერგიის მრიცხველების განმხოლოება, რაც ხშირად ელექტროენერგიის საფასურის გადახდის დროს მოსახლეობაში დაპირისპირების მიზეზი ხდება.
პრესსამსახურის ცნობითვე, მანანა ნაჭყებია სოფელ დარჩელის საავადმყოფოს პრობლემებსაც გაეცნო, რომელსაც ლიცენზია შეუჩერეს და ამის გამო მედპერსონალი უმუშევარი, ხოლო მოსახლეობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვის გარეშე დარჩა.
დღესვე მანანა ნაჭყებია ზუგდიდის მცირე მეწარმეობით დაკავებულ ქალბატონებსა და ქალთა რაიონული ორგანიზაციის აქტივს შეხვდა.

















