მიხეილ სააკაშვილმა დღეს წეროვანში ახალი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა.
მეურნეობა დაახლოებით ერთ ჰექტარზეა გაშენებული.
როგორც პრეზიდენტის ფეისბუქის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა აღნიშნული, სათბური თანამედროვე ტიპისაა, ულტრათანამედროვე აპარატურის გამოყენებით იმართება და იქ მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით პომიდვრის ჩითილების გამოყვანა მოხდება.
ახალი სათბური სახელმწიფოს დაფინანსებით აშენდა. მშენებლობაზე 100-მდე ადამიანი იყო დასაქმებული, ხოლო მისი დასრულების შემდეგ 30-მდე მუდმივი სამუშო ადგილი შეიქმნა. დასაქმებულთა შორის ძირითადად დევნილები არიან.

















