კონტროლის პალატა საფინანსო პრობლემატიკის შირმას ამოფარებულ პოლიტიკურ პოლიციად გვევლინება - ამ განცხადებას პოლიტიკური მოძრაობა "თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი აკეთებს.
მისი თქმით, კონტროლის პალატის უფლებამოსილებაში ცვლილებების შეტანით კონსტიტუციაზე ძალადობა განხორციელდა.
"ბოლო ფაქტი კონსტიტუციაზე ერთპიროვნული ძალადობისა გახლავთ კონტროლის პალატისთვის კონსტიტუციურად მინიჭებულ უფლებამოსილებაში ცვლილებების შეტანა და მისი ერთადერთი ფუნქციის, საბიუჯეტო თანხების კონტროლის პარალელურად, პოლიტიკური პარტიების საფინანსო ოპერაციების და რეზერვების კონტროლი" - განაცხადა შაშიაშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა არჩევნებში გამარჯვებაა.
"ხელისუფლებასთან გარიგება არ შეიძლება, არსებული კანონით დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარდება. ამიტომ, ქვეყნის გადარჩენის გზა გადის არჩევნებში არჩევნებამდე გამარჯვებაზე. სხვა შემთხვევაში ქვეყანა უფრო მაღალ ხარისხში აყვანილ დიქტატურას ან რევოლუციას მიიღებს" - განაცხადა შაშიაშვილმა.

















