"საქართველოს ევროპელი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ლიკა ნაღებაშვილი ხვალ ბრიფინგს გამართავს.
როგორც "ნიუსპრესს" ნაღებაშვილმა განუცხადა, ბრიფინგის მთავარი თემა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული საკადრო ცვლილებებია.
"საკადრო ცვლილებები საქართველოსთვის უცხო არ არის. ცვლილებებს აზრი მაშინ აქვს თუ არსებული რეალობის უკეთესობისკენ შეცვლა მოხდება. ახალმა მინისტრმა უნდა წარმოადგინოს ხედვა, რა იქნება მომავალში და რეალურად რას შეცვლის"- განაცხადა ლიკა ნაღებაშვილმა.
ხვალინდელ ბრიფინგზე "ევროპელი დემოკრატები" ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის ზურაბ ჭიაბერაშვილისგან გრძელვადიანი გეგმის წარმოდგენასაც მოითხოვენ.
მათი განცხადებით, მინისტრის გეგმა სიღარიბის დაძლევაზე, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროს გაუმჯობესებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

















