საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას მხარს არ უჭერს.
დღეს ისინი შრომის, ჯანმრთელობისა და სოცუზრუნველყოფის მინისტრობის კანდიდატს ზურაბ ჭიაბერაშვილს შეხვდნენ და თავისი ხედვა გააცნეს.
ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრის მაგდა ანიკაშვილის განცხადებით, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბევრი საკითხი ჩაინიშნა, რომელსაც მთავრობასთან ერთად განიხილავს.
"გავაცანით მოსაზრებები სამედიცინო და სოციალური სფეროს ფაქტობრივად ყველა მიმართულების თაობაზე. მათ შორის, ჰოსპიტალური სექტორის, სადაზღვევო სისტემის, დემოგრაფიული პოლიტიკისა და ნებისმიერი სხვა სისტემის შესახებ. განსაკუთრებით დეტალურად ვისაუბრეთ, საპენსიო რეფორმაზე, რომელსაც პარლამენტი ამჟამად განიხილავს" - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ანიკაშვილმა.
მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას პარლამენტი 20 მარტს დაამტკიცებს.

















