ტელეკომპანია "მე-9 არხმა" სამაუწყებლო ლიცენზია მიიღო.
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მინიჭების მიზნით დღეს დანიშნულ სააუქციონო სხდომაზე გამარჯვებულად შპს "იგრიკა", იგივე ტელეკომპანია მე-9 არხი გამოცხადდა.
ლიცენზიის მისაღებად საჭირო იყო მისი საწყისი ღირებულების 8 720 ლარისა და ერთი ბიჯის ფასის - 436 ლარის გადახდა.
კომისიაში განმარტავენ, რომ აუქციონში გამარჯვებულად ცნობის თაობაზე ტელეკომპანიას წერილობით დამოწმებული გადაწყვეტილება 3 სამუშაო დღის ვადაში მიუვა. ლიცენზიის ოფიციალური მფლობელი კი - იგი თანხის გადახდის შემდეგ გახდება.

















