რუსთავში ხვალ ავტობაზრობა "კავკასუს ავტოჰაუსი" გაიხსნება.
როგორც "ნიუსპრესს" მენეჯემენტიდან აცნობეს, ავტობაზრობა მომხმარებელს ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით მოემსახურება.
გახსნის ღონისძიება რუსთავში 21–ე მ/რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, 12:00 საათზე დაიწყება.
მას ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე, რუსთავის მერი ზაქარია დარჩიაშვილი და "კავკასუს ავტოჰაუსის" დირექტორი ალეკო ბახტაძე დაესწრებიან.

















