"ეკოლოგიური სამართლის ცენტრი" აგლაძის N26-ის მიმდებარედ არსებულ სკვერში შესაძლო მშენებლობისა და მოქალაქეთა საკუთრების უფლების ხელყოფის აღკვეთას ითხოვს.
როგორც ცენტრის იურისტმა ნიკოლოზ მჟავანაძემ დღეს სკვერში გამართულ აქციაზე აღნიშნა, თბილისის ზედამხედველობის სამსახურმა კორპუსის მოსახლეობას თავიანთი ფართების კომერციული მიზნით გამოყენება აუკრძლა.
მისი თქმით, კორპუსში მდებარე მაღაზიების მფლობელებისთვის, ავტონაწილების გასაყიდად შესაძლოა, სკვერში ე.წ "ბოქსები" აშენდეს და მწვანე ნარგავები გაიჩეხოს.
"თბილისის მერიის ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონტიტუციის 21-ე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლს, რომლითაც მოქალქის საკუთრების უფლება იზღუდება"- განაცხადა მჟავანაძემ.
"ეკოლოგიური სამართლის ცენტრის" წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობასთნ ერთად, თბილისის მერიისგან დედაქალაქის ბაღებსა და სკვერებში ხეების გაჩეხვის შეჩერება მოითხოვა.

















