"ლეიბორისტული პარტია" დღეს პარლამენტს დადგენილების პროექტით მიმართავს და 16 მარტის დაკარგული ტერიტორიების დღედ გამოცხადებას მოითხოვს. ამის შესახებ
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
მთავარი ლეიბორისტის თქმით, 1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთმა და თურქეთმა ერთობლივად განახორციელეს აგრესია და საქართველო გაიყვეს. 16 მარტს ამ ქვეყნებს შორის დადებული შეთანხმებით, ტაო-კლარჯეთი, ოლთისი, ართვინი, არდაგანი თურქეთს გადაეცა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საუკუნის მანძილზე საქართველომ ძირძველი ტერიტორიების ნახევარზე მეტი დაკარგა. "ჩვენი სამშობლოს დაშლის პროცესი სააკაშვილის დანაშაულებრივმა პოლიტიკამ დააგვირგვინა, რის შედეგადაც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დავკარგეთ" - ნათქვამია განცხადებაში.

















