ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის სფეროში პაციენტის კმაყოფილებას მთავარ პრიორიტად მიიჩნევს.
"სისტემაში უამრავი საკითხია, რომელიც დიდ ყურადღებას მოითხოვს და მზად ვარ, ქვეყანაში ეფექტიანი ჯანდაცვისა და სოციალური სისტემის შესაქმნელად დღედაღამ ვიმუშაოთ. ეს არის სფერო, რომელიც ჩვენს ოჯახებზე გადის" – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ჭიაბერაშვილმა.
რაც შეეხება სადაზღვევო სისტემას, ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ გარკვეული საკითხები განსახილველია, თუმცა, ჯერჯერობით აჩქარება არ სურს.
ზურაბ ჭიაბერაშვილი ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობას დახურულ კარს მიღმა საკუთარ ხედვას აცნობს.

















