რეჟისორმა გოგი ქავთარაძემ "სახახლო კრება" დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებთან საუბარში "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა
ნინო ბურჯანაძემ დაადასტურა.
როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, ქავთარაძე თეატრალურ საქმიანობასა და კრებაში მუშაობას ერთმანეთს ვერ უთავსებდა.
"გოგი ქავთარაძე დროის ფაქტორის გამო დამოუკიდებლად აგრძელებს მოღვაწეობას. ბოლოს, როცა ის ხშირად გადაღებებზე იყო, კრების სხდომებს ვერ ესწრებოდა" - განაცხადა ბურჯანაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, ქავთარაძე "ქართულ ოცნებას" შეუერთდება.

















