საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შავი ზღვის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმი უცხოელი ექსპერტებისა და ტრენერი-პროკურორების მიერ სტუდენტებისთვის ლექცია-სემინარების, მასტერ-კლასებისა და იმიტირებული სასამართლო პროცესებისა და ერთობლივი სასერტიფიკატო პროგრამების ჩატარებას ითვალისწინებს.
დოკუმენტის თანახმად, პროკურატურა უნივერსიტეტის სამეცნიერო რესურსს საინფორმაციო მასალის ანალიზისა და გრძელვადიანი პროგრამების მოსამზადებლად გამოიყენებს.
მემორანდუმს ხელი მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა შევქეთ ერჯან თუნჩმა მოაწერეს.

















