ივანე ჯახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა დღეს უნივერსიტეტის მეორე კორპუსის წინ მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.
აქცია საინფორმაციო ხასიათს ატარებდა. მონაწილეები სტუდენტებს აფრთხილედნენ, რომ 19 მარტს, 13:00 საათზე განათლების სამინისტროს წინ გაიმართება აქცია მოთხოვნით - დაისაჯონ ის სტუდენტები, რომლებმაც პიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 2 დღის წინ მესამე კორპუსში სტუდენტებს.
წარჩინებული სტუდენტებისთვის უფასო სწავლის მოთხოვნით აქცია დღეს ტექნიკურ უნივერსიტეტთანაც ჩატარდა.
რამდენიმე დღის წინ, ივანე ჯანახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კორპუსში თვითმმართველობის წევრებსა და სტუდენტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, სადაც სამი სტუდენტი დაშავდა.

















