"დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა" "სახალხო კრებას" შეუერთდა. ამის შესახებ განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე მოძრაობის თავმჯდომარემ დავით მალაზონიამ გააკეთა.
მალაზონიას თქმით, დევნლთა მოძრაობა მზად არის სახალხო კრებაში მყოფ ადამიანებთან ერთად ქვეყნის გადასარჩენად იბრძოლოს.
"მინდა თხოვნით მივმართო ყველა დევნილს, მთელ მოსახლეობას, არასამთავრობო და პლიტიკურ ორგანიზაციებს - გავერთიანდეთ და ერთიანი ფრონტით დავამარცხოთ არსებული რეჟიმი"- განაცხადა მალაზონიამ.
მისი თქმით, ხელისუფლებას დევნილები მხოლოდ საარჩევნო რესურსად სჭირდება და წინასაარჩევნო დაპირება ყოველთვის დაპირებად რჩება.
"სახალხო კრებაა" ის ძალაა, რომელიც შეძლებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ქვეყნის სათავეში ისეთი ძალით მოსვლის ხელშეწყობას, რომელიც უზრუნველყოფს ქართველ, აფხაზ და ოს ხალხს შორის ყოველგვარი შიშისა და წინაპირობის გარეშე ჩატეხილი ხიდის აღდგენას და ერთიან ღირსეულ გარემოში მშვიდობიან თანაცხოვრებას"- განაცხადა მალაზონიამ.

















