საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებას, მოსალოდნელი სამოქალაქო ომის
თაობაზე, შემაშფოთებელს უწოდებს.
ალასანიამ დიპლომატებთან საუბარისას განაცხადა, რომ ხელისუფლება სამოქალაქო ომისა და კონფრონტაციისთვის ემზადება.
"თუ ალასანია ერთი მხრივ მოიაზრებს ხელისუფლებას და მის შეიარაღებულ ფორმირებებს, მაშინ სამოქალაქო ომის მეორე მხარე უნდა იყოს ვიღაც, ვისაც ასევე აქვს იარაღი. შესაძლოა, ეს არის წამოცდენა, მაგრამ თუ "ქართულ ოცნებას" ამ ტიპის შეიარაღებულ ფორმირებებთან კავშირი აქვს, ეს შესაბამისი ორგანოებისათვის კარგი მასალაა. ისინი მეტად უნდა დააკვირდნენ ამ ორგანიზაციას" - განაცხადა წიკლაურმა.

















