პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი ვენეციის კომისიის სხდომაზე "პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონის განხილვის შესახებ
ინფორმაციას არ ფლობს.
საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი დღეს ვენეციის კომისიის 90-ე პლენარულ სხდომაზე დასასწრებად გაემგზავრა, სადაც "პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონს განიხილავენ.
კუბლაშვილმა განმარტა, რომ პაპუაშვილი ვენეციის კომისიის წევრია და გასაკვირი არ არის, რომ ის ვენეციის კომისიის სხდომას ესწრება.

















