იერუსალიმის ჯვრის მონასტრის იღუმენ-არქიმანდრიტ კლავდიუსის განცხადებით, საქართველოსთვის ჯვრის მონასტრის გადაცემის თაობაზე ქართველების მიერ წარმოებულ
მოლაპარაკებებში გარკვეული წინსვლაა.
აქვე იღუმენ-არქიმანდრიტმა კლავდიუსმა დაამატა, რომ ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, მონასტერი ბერძნული ეკლესიის მიერ არის გამოსყიდული.
ისრაელში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ამ საკითხთან დაკავშირებით იერუსალიმის პატრიარქს თეოფილე მესამეს შეხვდა. დავით ბაქრაძემ ჯვრის მონასტერიც მოინახულა.

















