"ჯონ ბასს არ აქვს იმის პრობლემა, რომ კონკრეტულად ელაპარაკოს ხელისუფლების წარმომადგენლებს" - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიგი წერეთელმა აშშ-ს
ელჩის ჯონ ბასის განცხადების კომენტირებისას.
აშშ-ს ელჩმა სოციალურ ქსელ Fაცებოოკ-ში საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ ის კონტროლის პალატის ბოლოდროინდელი ქმედებებით შეშფოთებულია.
"ყურადსაღებია რას ამბობენ დიპლომატები, განსაკუთრებით ამერიკის ელჩი. თუმცა, ეს პროცესი აუცილებელია, რათა მაქსიმალურად ტრანსპარანტულად მოხდეს დღეს პოლიტიკაში არსებული ფულის ხარჯვა. დარწმუნებული ვარ, თუ კონკრეტული შენიშვნები არსებობს კონტროლის პალატა და სხვა უწყებებიც ამას მოისმენენ" – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში ვიცე-სპიკერმა.

















