საპარლამენტო უმრავლესობა დღეს ჯანდაცვის ახალ მინისტრს ზურაბ ჭიაბერაშვილს შეხვდება. ამის შესახებ "ნიუსპრესს" უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, მთავრობაში სხვა არც ერთი მინისტრი არ შეიცვლება.
გოკა გაბაშვილი განმარტავს, რომ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს, თუმცა, მთავრობის 10–პუნქტიანი გეგმა არ იცვლება. ამ საკითხზე პარლამენტი 20 მარტს იმსჯელებს.

















