კოალიცია "ქართული ოცნების" წევრთა უმრავლესობა სახელფასო ან სხვაგვარ ანაზღაურებას ბიძინა ივანიშვილის პირადი ანგარიშიდან იღებს.
ამის შესახებ კონტროლის პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათი ინფორმაციით, აღნიშნული თანხა მთლიანობაში 406 000 ლარს შეადგენს.
განცხადების თანახმად, დაფინანსების აღნიშნული სქემა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან წინააღმდეგობაშია და სამართალდარღვევას წარმოადგენს.
მათი ინფორმაციით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ზემოაღნიშნულ სამართალდარღვევის ფაქტზე შესაბამისი ადმინისტრაციული პროცედურები ტარდება.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, პოლიტიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ფინანსები ექვემდებარება სრულ გამჭვირვალობას და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას. პოლიტიკური სუბიექტები პოლიტიკურ ხარჯებს უნდა ახორციელებდნენ კანონის შესაბამისად და სპეციალურად განკუთვნილი ანგარიშებიდან" - აღნიშნულია განცხადებაში.

















