ახალგაზრდა "ქრისტიან-დემოკრატები" თბილისის ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ სტუდენტთა მიმართ გამოვლენილ ძალადობის ფაქტს გმობენ.
ისინი მომხდარის დეტალურ გამოძიებას და დამნაშავეთა სათანადოდ დასჯას ითხოვენ.
"გაუმართლებელია სტუდენტური თვითმმართველობის მიერ განსხვავებული აზრის მქონე სტუდენტების დევნა, ძალადობა და დაშინების მცდელობა. ახალგაზრდა "ქრისტიან-დემოკრატები" მხარდაჭერას ვუცხადებთ დაზარალებულ სტუდენტებს და თავს ვიკავებთ აღნიშნულ პროცესში პირდაპირი ჩართულობისგან, რათა არ მოხდეს პროცესის პოლიტიზება" - აცხადებენ ახალგაზრდა "ქრისტიან-დემოკრატები".
უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. ახალგაზრდების განცხადებით, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

















