საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" ჯანდაცვის ახალ მინისტრს ზურაბ ჭიაბერაშვილს ყველა იმ ინიციატივას გააცნობენ, რომელიც ჯანდაცვის სფეროში "ქრისტიან-დემოკრატებს" აქვთ შემუშავებული.
შეხვედრა ხვალ გაიმართება.
"ჭიაბერაშვილი ევროსაბჭოში აქტიური იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ჯანდაცვის წარმატებული მინისტრი იქნება. მას შემდეგ შევაფასებთ, როდესაც კონკრეტულ ინიციატივებს შემოგვთავაზებს" - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა და აღნიშნა, რომ არ აქვს ილუზიები მომავალი ძირეული ცვლილებების შესახებ, რადგან, მისი თქმით, ჭიაბერაშვილი სააკაშვილისა და მისი მთავრობის პოლიტიკის ტყვე იქნება.
დღეს პრემიერმა ნიკა გილაურმა ანდრია ურუშაძის ნაცვლად ჯანდაცვის მინისტრად ზურაბ ჭიაბერაშვილი დანიშნა. მთავრობის შემადგენლობაში მე-7 მინისტრი შეიცვალა, რის გამოც, მთავრობა ნდობის მოსაპოვებლად პარლამენტის წინაშე წარსდგება.

















