პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე 20 მარტს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური მივა და მინისტრთა განახლებულ კაბინეტს წარადგენს.
პარლამენტის პირველი ვიცე–სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ხვალ და ზეგ კომიტეტები და ფრაქციები შესაბამის მინისტრებს შეხვდებიან, 20 მარტს კი, მთავრობა მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადებაზე იმსჯელებს.
სამშაბათს, შესაძლოა, პარლამენტში პოლიტიკური დებატებიც გაიმართოს.
მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადება, მთავრობაში მე-7 მინისტრის შეცვლის გამო გახდა საჭირო. დღეს ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ანდრია ურუშაძე ზურაბ ჭიაბერაშვილმა შეცვალა.

















