კოალიცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საინიციატივო ჯგუფის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა "ქართული ოცნების" ანგარიშზე შემოწირულობის სახით სოლიდური თანხა გადარიცხა.
სესიაშვილის მიერ ჩარიცხული თანხის ოდენობა არ კონკრეტდება.
"ახლა ველოდები მოგელაძის უწყებას. ძალიან მინდა მას პირადად დავუსვა ბევრი კითხვა. მათ შორის იმ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, რომელიც მისმა უწყებამ და პირადად მან საქართველოს მოქალაქეებს მიაყენეს" - განაცხადა სესიაშვილმა და პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი ნათია მოგელაძე გააფრთხილა, რომ ის შეხვედრაზე დიქტაფონით მისვლას და საუბრის ჩაწერას გეგმავს.
სესიაშვილი იმედოვნებს, რომ მოგელაძე მის გაჩხრეკას არ მოითხოვს. "ხელისუფლების ეს ე.წ. დაშინების მცდელობა ფუჭია, რადგან ამით ვერავის დააშინებენ" - განაცხადა კოალიციის საინიციატივო ჯგუფის წევრმა.

















