პარლამენტის პირველმა ვიცე–სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა ის ოპონენტები გააწბილა, რომლებიც აცხადებენ, რომ პარლამენტი მთავრობას ნდობას არ გამოუცხადებს.
დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიხეილ მაჭავარიანი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, პარლამენტი მთავრობას მხარს არ დაუჭერს.
"ეს ფანტასტიკაა და ვინც აცხადებს, რომ პარლამენტი მთავრობას ჩააგდებს, უნდა გავაწბილო. თქვენი პროგნოზი ამჯერადაც არ გამართლდა" - აღნიშნა მაჭავარიანმა.
პარლამენტის პირველმა ვიცე–სპიკერმა დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ელდარ კვერნაძეს 20 მარტს დეპუტატების სრული მობილიზაცია დაავალა.
პარლამენტი, სამშაბათს მთავრობას ნდობას გამოუცხადებს. ნდობის ხელახლა გამოცხადება, მთავრობაში მე-7 მინისტრის შეცვლის გამო გახდა საჭირო. დღეს ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ანდრია ურუშაძე ზურაბ ჭიაბერაშვილმა შეცვალა.

















