კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი ზვიად ძიძიგური კონტროლის პალატის თავმჯდომარისგან ბოლო დროს კოალიციის მიმართ განხორციელებულ სხვადასხვა სახის ზეწოლებზე ახსნა-განმარტებას მოითხოვს.
ამის შესახებ ზვიად ძიძიგურმა დღეს "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში განაცხადა.
მისი თქმით, კონტროლის პალატა სამართალდამცავი სტრუქტურების დანამატად იქცა.
ძიძიგურის განმარტებით, "ქართული ოცნების" აქტივისტებს გამგეობის შენობაში იბარებენ, სადაც მათ ჩხრეკენ და აშინებენ.
"რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს ჩვენი ოფისების გახსნა. ამის გამო ხელისუფლებამ ჩვენი აქტივისტების დაშინება დაიწყო " - განაცხადა ძიძიგურმა და აღნიშნა, რომ დაშინების ნიადაგზე მათ არცერთ აქტივისტს კოალიცია არ დაუტოვებია.

















