საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წნორში ჰოსპიტალური საავადმყოფო დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას მიმართა.
პრეზიდენტმა წნორის საავადმყოფოს ექიმებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი წარუდგინა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ყოფილი მინისტრი ანდრია ურუშაძე თბილისის მერიაში განაგრძობს მუშაობას.
სადაზღვევო კომპანია "არქიმედე გლობალ ჯორჯია"-ს მიერ აშენებული კლინიკა 35 საწოლიანია. მასში 100-ზე მეტი ადგილობრივი სპეციალისტია დასაქმებული.
კლინიკას დღის განმავლობაში 300 პაციენტის მომსახურების შესაძლებლობა აქვს.
სადაზღვევო კომპანიამ "არქიმედე გლობალ ჯორჯია" კლინიკის ასაშენებლად 4 მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა.

















