საპარლამენტო უმრავლესობა ხვალ ჯანდაცვის ახალ მინისტრს ზურაბ ჭიაბერაშვილს შეხვდება.
ამის შესახებ "ნიუსპრესს" უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მთავრობაში სხვა არც ერთი მინისტრი არ შეიცვლება.
გოკა გაბაშვილი განმარტავს, რომ მთავრობა ნდობის მოსაპოვებლად პარლამენტში შევა, თუმცა, მთავრობის 10–პუნქტიანი გეგმა არ იცვლება.
კითხვაზე, რა კრიტერიუმით დაინიშნა მინისტრად ჭიაბერაშვილი, რომელსაც შეხება არა აქვს ჯანდაცვის სფეროსთან, გოკა გაბაშვილმა განმარტა, რომ მინისტრი პოლიტიკოსი უნდა იყოს, რომელიც გარკვეულ სფეროში პოლიტიკას წარმართავს.
"ვიწრო სპეციალიზაცია მინისტრს, როგორც წესი, არც ერთ ქვეყანაში არ მოეთხოვება. მინისტრი არის პოლიტიკოსი და მან უნდა განახორციელოს მთავრობის ხედვა ამათუ იმ სფეროში. მთავრობას ერთიანი ხედვა აქვს ჯანდაცვის სფეროში. დარწმუნებული ვარ, ამ საქმეს ზურაბ ჭიაბერაშვილი კარგად გაართმევს თავს, – განაცხადა გაბაშვილმა.
დღეს პრემიერმა გილაურმა ანდრია ურუშაძის ნაცვლად ჯანდაცვის მინისტრად ზურაბ ჭიაბერაშვილი დანიშნა.

















