საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა განცხადებით, ზურაბ ჭიაბერაშვილი კარგი ორგანიზატორი და მენეჯერია.
"ნიუსპრესთან" საუბარში უმრავლესობის წევრმა ხათუნა ოჩიაურმა განაცხადა, რომ ჭიაბერაშვილს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურად გარდაქმნის საკუთარი ხედვა აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამ თანამდებობას არ დათანხმდებოდა.
დღეს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ანდრია ურუშაძის ნაცვლად, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ზურაბ ჭიაბერაშვილი დანიშნა. ჭიაბერაშვილი შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტეინში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას იკავებდა.

















