საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მწუხარებას გამოთქვამს შვეიცარიაში, ვალეს კანტონში მომხდარი ტრაგედიის გამო.
მიხეილ სააკაშვილი ბელგიისა და ჰოლანდიის ხელისუფლებას და ხალხს სამძიმარს უცხადებს და დაღუპულთა ოჯახებს თანაუგრძნობს.
"შეძრწუნებული ვარ იმ ტრაგედიით, რომელიც ბელგიელ და ჰოლანდიელ ხალხს დაატყდა თავს. ამ მძიმე წუთებში მინდა ქართველი ხალხის სახელით თანადგომა გამოგიცხადოთ. მიიღეთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი. გითანაგრძნობთ ყველა თქვენგანს, განსაკუთრებით კი - დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს" - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.
ავტოკატასტროფაში, რომელიც შვეიცარიაში მოხდა, ბელგიისა და ჰოლანდიის 28 მოქალაქე, მათ შორის, 22 ბავშვი დაიღუპა.

















