კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" წყალტუბოში ახალი ოფისი გახსნა, რომლის ხელმძღვანელად ჯეირან ლიპარტელიანი დაინიშნა.
ღონისძიებას "ქართული ოცნების" წევრები გია ვოლსკი, გია ცაგარეიშვილი და ლაშა ჩხარტიშვილი ესწრებოდნენ.
როგორც კოალიციის წევრმა გია ცაგარეიშვილმა ოფისის გახსნაზე განაცხადა, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ყველა სოფელში უნდა იარონ და მოსახლეობას მათი მიზნები გააცნონ.
"ეს ოფისები უნდა იყოს იმ უშიშარი ადამიანებისა, რომლებიც ჩვენს იდეებს, ჩვენს შეხედულებებს, ჩვენს საპროგრამო მოსაზრებებს გაიტანენ საზოგადოებაში. ვფიქრობ, რომ წყალტუბოში ჩვენი კოალიციის ძალიან მძლავრი დასაყრდენი ჩამოყალიბდება" - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

















