პარტიას "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო" 11 ახალი წევრი შეემატა.
პარტიის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ახალ წევრებს მანდატები დღეს საზეიმოდ გადასცა.
ბურჯანაძის თქმით, ქვეყანაში არსებული ავტორიტარული რეჟიმის, ტერორისა და ზეწოლის გათვალისწინებით, ამ ადამიანების გადაწყვეტილება - გახდნენ "დემოკრატიული მოძრაობის" წევრები, სამოქალაქო გმირობაა.
"დღეს "დემოკრატიული მოძრაობის" წევრობა ნიშნავს - ჩაება უკომპრომისო და უთანასწორო ბრძოლაში ქვეყნის გადასარჩენად, სადაც პრაქტიკულად არ არსებობს იმის გარანტია, რომ ამის გამო უკანონოდ არ დაგაპატიმრებენ; არ მოგაწეპებენ მოღალატის თუ უცხო ქვეყნის აგენტის იარლიყს, არ გაათავისუფლებენ სამსახურებიდან ოჯახის წევრებს. ვაფასებთ გამოჩენილი სამოქალაქო გმირობისთვის ჩვენს მეგობრებს და ყველა მხარდამჭერს" - აღნიშნა ბურჯანაძემ.
პარტიის ახალი წევრები ნანა ჯღამაძე, პავლე წერეთელი, გელა ვარამაშვილი, ზურაბ ახვლედიანი, შალვა ელიკაშვილი, თამარ კაციაშვილი, კახა ბუაჩიძე, გიორგი გვიმრაძე, დავით დალაქიშვილი, ბესიკ ტაბატაძე და გელა ღოღელიანი არიან. მათგან ყველაზე ახალგაზრდა 19 წლის, ხოლო ყველაზე ასაკოვანი - 90 წლის ქალბატონია.

















