გოგი თოფაძე კოალიცია "ქართულ ოცნებაში" თავის პარტიასთან "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოსთან" ერთად გაწევრიანდება.
ამის შესახებ გოგი თოფაძემ "ნიუსპრესს" განუცხადა.
"პირველივე დღიდან, რაც ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა, მე ვთქვი, რომ ყველანაირად ვუჭერდი მას მხარს" - განაცხადა თოფაძემ და აღნიშნა, რომ ივანიშვილს შესანიშნავი პროგრამა აქვს, რომელიც საქართველოს გაჭირვებიდან გამოიყვანს.
"ბიძინა ივანიშვილთან აქამდე შეხვედრებზე ბიზნესის საკითხებს განვიხილავდით. დღეს მის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, გაწევრიანების დეტალებზე უფრო კონკრეტულად ვისაუბრებთ" - განაცხადა "მრეწველების" ლიდერმა.
ბიძინა იავნიშვილმა გოგი თოფაძის "ქართულ ოცნებაში" შესაძლო გაწევრიანების შესახებ დღეს განაცხადა.

















