კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" დიპლომატებს ის პრობლემები გააცნო, რომელიც კოალიციის აქტივისტებს რეგიონებში ექმნებათ.
ამის შესახებ დიპკორპუსთან მიმდინარე შეხვედრაზე ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა განუცხადა.
მისი თქმით, კონტროლის პალატა კოალიციის აქტივისტებს უსაფუძვლოდ იბარებს და ასევე უსაფუძვლოდ აწარმოებს მათ დაკითხვას.
როგორც ხიდაშელი აცხადებს, ხელისუფლება ისტერიულ რეჟიმშია და რეპრესიებზე ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.
დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე "ქართული ოცნების" ლიდერები ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი და სხვა წარმომადგენლები იმყოფებიან. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

















