საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საყოველთაო–სახალხო განხილვისთვის გამოქვეყნდა. ცვლილები კონტროლის პალატის სახელწოდების შეცვლას შეეხება.
უწყებას აუდიტისა და ფინანსური გამჭვირვალობის უმაღლესი პალატა ერქმევა.
საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, აუდიტისა და ფინანსური გამჭვირვალობის უმაღლესი პალატა სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვას ზედამხედველობს. იგი უფლებამოსილია შეამოწმოს საფინანსო-სამეურნეო კონტროლის სხვა სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობა.
აუდიტისა და ფინანსური გამჭვირვალობის უმაღლესი პალატა დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე.
აუდიტისა და ფინანსური გამჭვირვალობის უმაღლესი პალატის თავმჯდომარეს 5 წლის ვადით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით პარლამენტი ირჩევს.
13 მარტს, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო–სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია შექმნა, რომელიც 25 წევრისგან შედგება. კომისიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი ხელმძღვანელობს.

















