"დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ხვდება.
როგორც "ნიუსპრესს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის მიზანი ელჩებისთვის ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით პარტიის ხედვის გაცნობაა.
ნინო ბურჯანაძე ელჩებთან პოლიტპატიმრების მდგომარეობასა და პარტიის სამომავლო გეგმებზე, მათ შორის საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრებს.
პარტიის წევრები მათ "დემოკრატიული მოძრაობის" მიმართ განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებზე ინფორმაციასაც მიაწვდიან.
პარტიის თავმჯდომარე უკვე შეხვდა იტალიის, ლატვიის, საბერძნეთის, ესტონეთის, ბულგარეთის, საფრანგეთისა და ჩეხეთის სახელმწიფოების ელჩებს. უახლოეს დღეებში, დაგეგმილია შეხვედრები სხვა ქვეყნების დიპლომატებთან.

















