პარტია "ევროპელმა დემოკრატებმა" დღეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
როგორც "ნიუსპრესს" "ევროპელი დემოკრატების" პრესსამსახურში განუცხადეს, სოხუმზე შეტევის დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ, პარტიის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მემორიალთან "ევროპელმა დემოკრატებმა" 1993 წლის 15-16 მარტის მოვლენები გაიხსენეს.
"საქართველოს ისტორიაში ეს მნიშვნელოვანი, მტკივნეული და ამავე დროს საამაყო თარიღია. ეს არის გამარჯვების და იმედის დღე. ჩვენ სიამაყით ვიხსენებთ გმირულად დაღუპული თანამებრძოლების ამაგს და თავგანწირვას"- განაცხადეს პარტიის წვერებმა.

















