პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია დღეს პარტია "ევროპელი დემოკრატების" წევრებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
"ევროპელი დემოკრატები" ქართველ გმირებს სოხუმზე შეტევის დღესთან დაკავშირებით გაიხსენებენ.
"1993 წლის 15-16 მარტი სოხუმზე შეტევის დღეა, როდესაც ქართულმა ჯარმა მტერი გმირულად მოიგერია და გაანადგურა. ეს არის ქართული ჯარის გამარჯვების დღე" - განაცხადეს "ევროპელი დემოკრატების" წევრებმა.

















