პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფი ყირგიზეთის სამთავრობო დელეგაცია მიიღო.
შეხვედრაზე საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე იმსჯელეს.
ყირგიზეთის ვიცე-პრემიერის გულნარა ასიმბეკოვას განცხადებით, დელეგაციისთვის მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მიერ გატარებული რეფორმებისა და ცვლილებების მხრივ მიღებული გამოცდილების გაზიარება.
საუბრისას მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს ორმხრივი ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი და აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გააქტიურდება.
"ჩამოვედით რათა გავეცნოთ რეფორმებს, რომელიც საქართველოში ტარდება, განსაკუთრებით სოციალურ სფეროში" - აღნიშნა ასიმბეკოვამ.
ყირგიზეთის სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში ჯანდაცვის, განათლების, სოცუზრუნველყოფის, შრომისა და დასაქმების მინისტრები შედიან. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ბათუმშიც იმყოფებოდნენ.

















