"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები დღეს კახეთსა და რუსთავში ჩავლენ.
გურჯაანის რაიონის რამდენიმე სოფლის მოსახლეობას უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი და პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ბობოხიძე შეხვდებიან. საგარეჯოს რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრას კი - ნუგზარ წიკლაური და ზაზა გამცემლიძე გამართავენ.
კახეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას დეპუტატები კახეთის განვითარების პროექტზე და დასაქმების საკითხზე ისაუბრებენ.
ქალაქ რუსთავის მოსახლეობას გიგი წერეთელი, შოთა მალაშხია,ზურაბ მელიქიშვილი, ანდრო ალავიძე და ირაკლი ქავთარაძე შეხვდებიან. ისინი ადგილობრივ მოსახლეობასთან რუსთავში მიმდინარე სამუშაოებს, დასაქმების პრობლემებს და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის საკითხებს განიხილავენ.

















