პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი განმარტავს, რომ კონტროლის პალატა აქტიური უნდა იყოს, რადგან
ეს ვენეციის კომისიისა და ევროსაბჭოს ერთ-ერთი რეკომენდაციაა.
ჟურნალისტებთან საუბრისას კუბლაშვილმა კონტროლის პალატის მიერ რეგიონებში მოსახლეობის "დაკითხვის" შესახებ ინფორმაციას უტრირებული უწოდა.
მისი მტკიცებით, კონტროლის პალატის მიერ მოქალაქეებთან ინფორმაციის დაზუსტების პროცესს არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც პროკურატურის წარმომადგენლები არ ესწრებიან.
"პროცესში მხოლოდ კონტროლის პალატა მონაწილეობს. ეს არ არის სისხლის სამართლებრივი პროცედურა. კონტროლის პალატა იმ პირველწყაროებიდან იღებს ინფორმაციას, რომლის საქმიანობაც შეიძლება არაგამჭვირვალე ხარჯებს უკავშირდებოდეს"" - განმარტა კუბლაშვილმა.

















