პოლიტიკურმა პარტიამ "განახლებული საქართველოსთვის" დუშეთსა და ყაზბეგში რაიონული ორგანიზაციები გახსნა.
როგორც პარტიიდან "ნიუსპრესს" აცნობეს, ოფისების დაფუძნებას ოთხმოცამდე მოქალაქე ესწრებოდა.
პრეზენტაციაზე კენჭისყრის შედეგად ორგანიზაციების თავმჯდომარეები გამოვლინდნენ. ყაზბეგში ორგანიზაციის თავმჯდომარედ ეკონომისტი ნოდარ ჩოფიკაშვილი, ხოლო დუშეთში - ლევან კვირკვეიშვული აირჩიეს.
პარტიის რეგიონალური კოორდინატორის ზაალ თვალიაშვილის განცხადებით, წილკანში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის თხოვნითა და მხარდაჭერით, პარტიამ მათთვის ნატახტარი-ახალუბნის მიმართულებით უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა მოახერხა.
პარტია "განახლებული საქართველოსთვის" 17 მარტს თიანეთში მეხუთე რაიონული ორგანიზაციის გახსნას გეგმავს.

















