საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ხვალ იერუსალიმის პატრიარქს თეოფილე III –ს ჯვრის მონასტრის დაბრუნების საკითხზე სასაუბროდ შეხვდება.
დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ისრაელის პრემიერ- მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.
მათ სხვადასხვა საკითხებთან ერთად, ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის გადმოცემის თაობაზე ისაუბრეს.
ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, ისინი მზად არიან საქართველოს ჯვრის მონასტრის დაბრუნებაში დახმარება გაუწიონ.
დღესვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეს საკითხი თავის კოლეგასთან და ისრაელის ქნესეთის წევრებთან განიხილა.

















