საქართველოში უცხოური ინვესტიციების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა.
"2011 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ
981 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2011 წელს ინვესტიციების რაოდენობა 2010 წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ.
ქობალის განცხადებით, ინვესტიციების ძირითადი ნაწილი მრეწველობის სფეროში განხორციელდა. ინვესტორთა ინტერესის სფერო ასევე, ტრანსპორტი და კომუნიკაციები იყო.
მისი თქმით, საქართველოსთვის ყველაზე მსხვილი ინვესტორები ჰოლანდია, დანია და აზერბაიჯანი არიან.

















