მთავრობაში ერთი მინისტრის შეცვლის შემთხვევაში, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა პარლამენტმა ხელახლა უნდა დაამტკიცოს.
კულუარული ინფორმაციით, ანდრია ურუშაძემ, შესაძლოა, ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვოს. ამ შემთხვევაში, მთავრობაში უკვე მე-7 მინისტრი იცვლება და მინისტრთა კაბინეტს კანონის თანახმად, ნდობა პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს.
მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ბოლოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი შეიცვალა და მის ნაცვლად ზაზა გოროზია დაინიშნა.
ანდრია ურუშაძის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ბოლო დღეებში ვრცელდება. თავად ურუშაძე კი, ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. ჯანდაცვის მინისტრად, შესაძლოა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიასა და ლიხტენშტეინში ზურაბ ჭიაბერაშვილი დაინიშნოს.

















