"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონთან დაკავშირებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი
დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდება.
შეხვედრა პარლამენტში დახურულ კარს მიღმა გაიმართება და მასზე საუბარი იმ შენიშვნებს შეეხება, რომელიც აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორს აქვს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს უკვე მეორედ ხვდება.
პირველ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რომ "დაკავშირებული პირის ცნება" კანონიდან საერთოდ ამოღებულ იქნას, რასაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არ ეთანხმებიან. უმრავლესობის წევრების განმარტებით, პარტიების ფინანსური საქმიანობა გამჭვირვალე უნდა იყოს.
დღევანდელი შეხვედრა პარლამენტში 18.00 საათზე გაიმართება.

















